
მომღერალი ლინდა ადამია საზოგადოებისთვის ცნობილი წლების წინ გახდა, როცა მონაწილეობა მუსიკალურ პროექტ „X ფაქტორში“ მიიღო. მაშინ ლინდა 19 წლის იყო და სცენაზე ოთხი თვის ორსული გამოდიოდა, თუმცა ამას მისთვის წარმატების მიღწევაში ხელი არ შეუშლია.
იგი აქტიურია სოციალურ ქსელში და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
ამჯერად მომღერალმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზედაც წერს:
„პატარა წერილი პატარა ლინდას.
მე აქ დაგხვდები უკვე გამოვლილ - გააზრებული. შენ იმ ვარსკვლავზე დაიბადე რომელიც ყოველთვის „გამჭვირვალე” უნდა იყოს, სხვაგვარად არ გიწერია. იყავი ის ვინც ხარ, შეიყვარე საკუთარი თავი თუნდაც სავალალო შეცდომების შემდეგ, რასაც სხვები არ გაპატიებენ.
შენ უკეთ იცი როდის ციმციმებ, დაე იკაშკაშე ჩემთან ერთად. გამოყევი, გამოყევი გზას აქ მე გელოდები ძალიან დიდზე გაშლილი ხელებით რომ სულ ჩაგიხუტო შენი დემონებით. წინ უჩვეულო და ძალიან საინტერესო ცხოვრება გელოდება, აქედან კი ერთად გავაგრძეოთ, რადგან დიდი ხანია დამავიწყდა ჩემში ბავშვი“, - წერს ლინდა ადამია.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება