Digest Logo

„ეგოისტი, ამბიციური და ძალიან ეჭვიანი ვიყავი... არც ის მეგონა, ირაკლი ასეთი მეოჯახე თუ იქნებოდა...“ - პიკასოსა და ია დუდაშვილის პირადი

1674640626
ირაკლი ნოზაძე იჯახთან

ია დუდაშვილისა და ირაკლი ნოზაძის (პიკასოს) ოჯახმა ბევრი სირთულე გამოიარა. როგორც ამბობენ, სწორედ სირთულეების, დაცემისა და წამოდგომის შემდეგ იბადება ჭეშმარიტი გრძნობები და მათ ეს შეძლეს. მათმა სიყვარულმა ბევრ სირთულეს გაუძლო და დღემდე ერთად არიან.

👉„ჩემო ჩემებო! ვიცი, ბანალურად ჟღერს, მაგრამ მართლა ძალიან მაძლიერებთ და მასიყვარულებთ...“ - ირაკლი ნოზაძე

ჟურნალი „თბილისელები“ პირადზე სასაუბროდ სწორედ ია დუდაშვილს დაუკავშირდა. 

როგორც ია ამბობს, ირაკლი რადიკალურად არის შეცვლილი, უფრო ზუსტად კი საკუთარი თავი აღმოაჩინა, რის გამოც მასთან ერთად ცხოვრება უფრო გაუადვილდა.

„ის, რომ მშობლების როლს ვირგებთ და გვავიწყდება, ამ როლის გარეთ ჩვენი პირადი ცხოვრება გვავიწყდება სწორი არაა. როცა ამას აცნობიერებ, ცდილობ, როგორღაც შეცვალო ეს მდგომარეობა. ვერ გეტყვით, რომ მე და ირაკლის ხშირად გამოგვდის ბავშვებისგან დამოუკიდებლად, მარტოებს სადმე გასვლა და დასვენება, მაგრამ ვცდილობთ. ვერ ვიტყვი, რომ გაუფერულდა ან გაბანალურდა ჩვენი ურთიერთობა. ყოველდღიურ რეჟიმში, ჩემსა და მის, ასევე, ჩვენსა და ბავშვების ურთიერთობაში, ჩვენი ტერმინოლოგია შედგება სასიყვარულო, თბილი სიტყვებისგან და ესეც თავისას შვრება. გარდა ამისა, სირთულეებმა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, სხვა ღირებულებები შესძინა ჩვენს ურთიერთობას. ორივემ კარგად დავაფასეთ ის, რაც გვაქვს და მივხვდით, რომ ეს არის ჩვენი ბედნიერება. პრობლემები და ორწლიანი კრიზისი რომ არ ყოფილიყო ჩვენს ურთიერთობაში, აქამდე ვერ მოვიდოდით.

რამდენიმე წლის წინ, უფრო ეგოისტი, ამბიციური და ძალიან ეჭვიანი ვიყავი. ეს სამი თვისება ყველაფერს ძალიან აფუჭებდა. დღეს ეს თვისებები აღარ მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ.

ირაკლიმ თავის ადამიანი იპოვა. სხვებს კი არა, მეც არ მეგონა, რომ შეიძლებოდა, ირაკლისგან ასეთი მეოჯახე დამდგარიყო, მაგრამ, როცა ზედმეტად არ ეჭვიანობ, არ ზღუდავ, მერე საერთოდ სხვანაირი ხდება. მართლა ძალიან შეცვლილია და რადიკალურად განსხვავდება იმისგან, მე რომ გავიცანი. შეცვლილსაც ვერ დავარქმევ, მგონია, რომ ის გახდა, ვინც იყო რეალურად, ნამდვილი სახე გამოავლინა. მართლა არაჩვეულებრივი მამაა და ყოველდღიურად ვტკბები მისი ბავშვებთან ურთიერთობით.

ირაკლი სუპერკომფორტული ადამიანია. თუ არ შეზღუდავ, საზღვრებსა და ჩარჩოებს არ დაუწესებ, ძალიან თბილი, კომფორტული და მოსიყვარულე მეუღლე და მამაა. მე და ჩემს შვილებს ძალიან გაგვიმართლა ირაკლიში. ჩვენ არ ვართ ისე, სოციალურ ქსელში ერთნი რომ არიან და რეალურ ცხოვრებაში, საერთოდ სხვანაირები. ჩვენ მოჩვენებითი ბედნიერი ოჯახი არ გვაქვს, რასაც გამომწერებს ვუზიარებთ, ყველაფერი ნამდვილია“, - ამბობს დუდაშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ინსტიტუტში ნაპოვნი სიყვარული, „საქმის გარჩევა“ სყავრელი ქალის გამო, მოულოდნელი განშორება და ზურა ყიფშიძის „მამობა“ - ეროსი მანჯგალაძის ამბავი სიყვარულისა

🔵„ჯანსუღი არ მოსწონდათ სასიძოდ, გარეგნულად იწუნებდნენ“, 3-წლიანი ცოლად მოყვანის მცდელობა და გაპარვა - ჯანსუღ კახიძის ამბავი სიყვარულისა

🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა

🔵VIDEO: „ნათიას ოჯახში რომ მივედი პირველი რაც თქვეს იყო ის, რომ კარგია რაჭველი ხარ-ო...“ - ზურას ამბავი სიყვარულისა

🔵„იქ მივხვდით, რომ მე ვიყავი მე და ის იყო ის...“ 1-წ­ლი­ა­ნი დაშორება და ქორწინება - თინას ამბავი სიყვარულისა

წყარო: tbiliselebi.ge