
ცნობილი ფოლკლორისტის და პოეტის, ვახუშტი კოტეტიშვილის მეუღლე მზეო გოგოჭური გადაცემას „სხვა ნანუკა“ სტუმრობდა. პირად ცხოვრებაზე საუბრისას მან განმარტა, თუ რატომ არ ჰყავთ მას და ვახუშტი კოტეტიშვილს შვილი.
„არ შემეძლო ამდენი დრო დამეკარგა, ღმერთმა მაპატიოს ეს სიტყვები, როცა შვილზეა საუბარი, მაგრამ გულახდილი ვარ, მაშინ ასე ვფიქრობდი, არ ვჩქარობდი. სულ ერთად ვიყავით, დილა საუბარში გვათენდებოდა. ვერ წარმომედგინა, რომ რამეს შევეზღუდე, ეს შეზღუდვები მაშინებდა და როცა უკვე ასაკის, ავადმყოფობის შემეშინდა, მოვინდომეთ რაღაც-რაღაცები, როგორც საჭირო იყო. ჩემი და ამ დარგის ექიმია, თუმცა არაფერი გამოვიდა და მცდელობები შევწყვიტე.
ვახუშტის შეეძლო ეთქვა იყოლიე შვილიო, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ჩემი ბედისწერა ეს იყო და ჩემი ცხოვრება თვითკმარი იყო.
შემოქმედება იყო ჩემი ქმარიც და შვილიც. ვახუშტი მეძახდა ხოლმე ცოლ-შვილს, ეს არის ჩემი ცოლ-შვილიო“, – ჰყვება მზეო გოგოჭური.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ამ დროს ყველაზე წარმოუდგენლად მამაცი სურვილი ჩათქმაც კი შეგიძლიათ“ - ხათუნა ნოელის რჩევა ჯადოსნურ დღესთან დაკავშირებით
🔵„კოვიდის მერე ჯოჯოხეთური ტკივილი მაღვიძებს...“ – რას წერს ლაშა ბერულავა
🔵„დღეს ნაკლებად გაამართლებს ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა და ხელმძღვანელთა კრიტიკა“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„ლომის მესიჯიც სწორედ ესაა - ვიცხოვროთ გულით“ - რა უნდა ისწავლოთ 16 თებერვლის სავსემთვარისგან