Digest Logo

ვინ არის პირი, რომელიც ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა

1633772297
 ზაურ ბუდაგოვი

პირი, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა აზერბაიჯანის მოქალაქე, ზაურ ბუდაგოვია. როგორც ირკვევა, ის რამდენიმე წელია ბათუმში ცხოვრობს და ერთ-ერთ კაზინოში, მენეჯერად მუშაობს. 

ბუდაგოვი პოლიციამ დღეს დააკავა. მასთან ერთად დაკავებულია ორი მუშა, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა.

დაკავებულის ადვოკატი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ბუდაგოვმა გამოძიებას ჩვენება მისცა, სხვა დეტალებზე უფლებადამცველი არ საუბრობს.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულმა, რომელიც კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელია, ორი მუშა დაიქირავა. მათივე ცნობით, ბუდაგოვის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ბინისა და სარდაფის გაერთიანების მოთხოვნით, ბინის მესაკუთრე ზაურ ბუდაგოვმა 4 ოქტომბერს საჯარო რეესტრს რეგისტრაციისთვის მიმართა, თუმცა რეესტრმა საბუთები დოკუმენტაციის არარსებობის გამო, მხოლოდ 8 ოქტომბერს დაახარვეზა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 5 უკვე გარდაცვლილი იყო. კიდევ ერთი ქალი, 35 წლის ინგა მეკეიძე საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა, მამაკაცი კი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სწორედ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ამ დროისთვის უკვე სამი ადამიანი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: მაშველებმა ნანგრევებში დედის და 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

🔵„იმ ერთი შვილისთვის გაძლოს რამენაირად, ვინც დარჩა ამ ქვეყანაზე“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი ბათუმელ კაცზე, რომელსაც ცოლ-შვილი დაეღუპა

🔵„ეს ლამაზი და სათნო გოგო ჩემი მოსწავლე იყო... სიკვდილიც ხომ სასტიკად გამორჩეული ხვდა წილად“ - ინგა მეკეიძის მასწავლებელი

🔵„ამ უბედურების შემქმნელსაც მოუყომარებს საქმეს ვინმე ბიძერი, ან ანაფორაში გამოწყობილი ყოფილი ბიძერი“ - ლექსო ლეკიაშვილი

🔵„ჩემთვის უცნობო აჭარელი ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ..." გელა დაიაურის მიმართვა ბათუმელ კაცს

🔵„ესაა ჯოჯოხეთი... დაანთო ისეთი ცეცხლი, ქვეყნის დასალიერსაც რომ მისწვდა" - რუსუდან ცხომელიძე ბათუმის ტრაგედიაზე

🔵„ვიხოცებით იმის გამო, რომ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე ფეხზე გვკიდია" - რას წერს ზურა ბალანჩივაძე

🔵„11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება" - რა გადაწყვეტილება მიიღო პრემიერ-მინისტრმა

🔵რა გახდა ბათუმში ბინის ჩამონგრევის მიზეზი და რა ბრძანება გასცა საჯარო რეესტრმა შემთხვევის დღეს

🔵VIDEO: „მამა, ეს რა დღე გაგვითენდა მამიკო..." - კაცი, რომელმაც მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დაკარგა

წყარო: kvira.ge