სოციალური მედია • 1697095410
ღაზის სექტორიდან ჰამასის
ისრაელზე მოულოდნელი
თავდასხმა 7 ოქტომბერს,
ადგილობრივი დროით დილის 7
საათზე დაიწყო, როცა
ისრაელის მიმართულებით
ტერორისტებმა ასობით
რაკეტა ისროლეს,
პარალელურად კი სამხრეთით
მდებარე ქალაქებში
შეიჭრნენ. ჰამასის
ტერორისტებმა დახოცეს
ისრაელის ასობით მოქალაქე,
მათ შორის, ქალები,
ბავშვები და მოხუცები.
ტყვედ აიყვანეს ისრაელის
ჯარისკაცები და
სამოქალაქო პირები.
ტერორისტები ტყვეებს, მათ
შორის, ბავშვებს
არაადამიანურად
ეპყრობიან. საპასუხოდ
ისრაელმა ჰამასის
წინააღმდეგ
ანტიტერორისტული ოპერაცია
"რკინის ხმლების" დაწყება
გამოაცხადა და
ტერიტორიების
გათავისუფლებასთან ერთად
ღაზის სექტორზე სარაკეტო
იერიშების მიტანა დაიწყო. 8
ოქტომბერს ისრაელმა
საომარი მდგომარეობა
ოფიციალურად გამოაცხადა.
ისრაელზე „ჰამასის“
ტერორისტულ თავდასხმას
სასულიერო პირი მამა პეტრე
კვარაცხელია ეხმაურება და
საზოგადოებას ისტორიის
კითხვას ურჩევს, რადგან
მისი თქმით ათასი სისულელე
ვრცელდება.
იხილე მეტი