
სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი ქართველებზე საუბრობს. ამბობს, რომ გაჭირვებულ და უმუშევარ ადამიანებს ძვირად ღირებული ავტომობილები არ უნდა ჰყავდეთ.
„რატომ იღვიძებს საქართველო ასე გვიან? იმიტომაც არაფერი გამოგვდის შუადღისას რომ ვიწყებთ მუშაობას.
სანამ გავიღვიძებთ, გავიზმორებით, ყავას მივირთმევთ, ფეისბუკს ჩავხედავთ, სარკესთან ვიტრიალებთ, მერე ზლაზვნით გავუდგებით გზას, იქაც ნახევარი დღე უაზროდ ყოფნას მოვანდომებთ და ასე გადის დღეები ხელფასიდან - ხელფასამდე.
უკვე დაღლილ და მშრომელ ხალხს ბოდიშს ვუხდი, ისინი მუდამ ასეთები იყვნენ, მაგრამ ზოგად სურათს ვაკვირდები.
შუადღისას სამუშაო დღეებში რატომაა გადატენილი ქალაქები მანქანებით ამასაც ვერ ვხვდები, სად დადის ეს ხალხი, თუ არ მუშაობენ მანქანები საიდან? რომელ ქვეყანაში გინახავთ უმუშევარ და მშიერ ხალხს ძვირად ღირებული მანქანები ჰყავდეთ? ვერსად ვერ ნახავთ, ჰოდა გვიჭირს და არიქა ვკვდებითო, თქვენი სუსი არ გავიგო“, - წერს ცირა მესხიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ვინ არის დედა, რომელმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ერთდროულად 9 ტყუპი გააჩინა
🔵ვინ უნდა გაიკეთოს „ბუსტერი“ - კულუმბეგოვის განმარტება
🔵„მძიმე ეპიდვითარებაა, შედეგები 2 კვირაში დადგება“ - ლევან გოფოძე აქციებზე