
გადაცემის „ჯანმრთელობის ფორმულა“ დღევანდელი თემა სექსი იყო. ექიმებმა საუბრისას, საქალწულე აპკის შესახებ წარმოქმნილი მითები დაამსხვრიეს.
მათი თქმით, საქალწულე აპკთან დაკავშირებით საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენა არსებობს, არის შემთხვევა, როდესაც ქალი, მის გარეშე იბადება და არის შემთხვევა, როდესაც ის პირველი სქესობრივი აქტის დროს არ ირღვევა.
მათივე განმარტებით, საქალწულე აპკის მდგომარეობით, არ განისაზღვრება, ჰქონდა თუ სქესობრივი ცხოვრება.
„საქალწულე აპკი არის გარკვეული მემბრანა, რომელსაც აქვს გარკვეული ხვრელი, რომლიდანაც გამოედინება მენსტრუაციული ციკლი და სხვადასხვა გარკვეული ვაგინალური გამონადენი. ის ვაგინასთან არათანაბრადაა განლაგებული და სრულად არ ფარავს მას. არის შემთხვევა, როდესაც ქალი აპკის გარეშე იბადება და ეს ჯანმრთელობის პრობლემას არ წარმოადგენ. აგრეთვე ხშირია შემთხვევა,როდესაც საქალწულე აპკის დარღვევა მშობიარობის დროს ხდება. ასევე არის ბეჭდისებრი საქალწულე აპკი, რომელიც სქესობრივი კონტაქტის შემდეგ საერთოდ არ ირღვევა. აგრეთვე მითია ის მოსაზრება, რომ პირველი სექსის დროს უნდა გამოვიდეს ბევრი სისხლი. აგრეთვე უნდა იცოდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ განსაზღვრავს საქალწულე აპკის მდგომარეობა იმას, ჰქონდა თუ არა ქალს სექსი“, - აცხადებენ გადაცემის წამყვანები.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ქართველნო, სიტყვა მაწონი, ხაშლამა და ხაში ნასესხებია სომხურიდან“ – ნიკა გვარამია
🔵ყველაზე მშვიდი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
🔵მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზი ბიძინა კულუმბეგოვისგან
🔵პროექტ „ძლევაი საკვირველის“ ფარგლებში დიდგორის ომზე კომპიუტერული თამაში შეიქმნება