Digest Logo

„მამები ბევრს უნდა შრომობდნენ და დედები შვილებს ადამიანობას ასწავლიდნენ“ - მამა ლევან ჯიქური

1679409396
მამა ლევანი

კასპში მოღვაწე სასულიერო პირი მამა ლევან ჯიქური, სოციალურ ქსელში მრევლს ხშირად მიმართავს და ეკლესიური ცხოვრებისკენ მოუწოდებს.

🔵 „უთანასწორო ცხოვრებამ, ზოგს რომ თავზე გადასდის და ზოგს რომ ყველაფერი ენატრება, დააგროვა ამხელა მუხტი და ერთი ქვეყნის შვილები, ძალადობენ ერთმანეთზე“- მამა ლევან ჯიქური

სასულიერო პირი,  ამჯერად ეფრემ ასურის ლოცვის განმარტების შესახებ წერს, რომელიც ოჯახში ქალისა და მამაკაცის როლებს შეეხება.

ეფრემ ასურის ლოცვით, ღმერთს სულის უქმობის, მიმოწვლილველობის შემდეგ, უკვე ვთხოვთ რომ არ ჩავარდეთ მთავრობისმოყვარეობის ცოდვაში.

ეს არის ცხოვრების წესი, როცა ადამიანი არის უფროსი, არ აქვს მნიშვნელობა მთავრობაშია, სკოლაში, ეკლესიაში თუ სახლში და გადართულია მხოლოდ საკუთარი თავის პატივისცემაზე, სარგებლობაზე, გამდიდრებაზე და სხვები არ ახსოვს.

თორემ თუ სათავეში მყოფს ადამიანებისთვის სარგებელი მოაქვს, იცავს სიმშვიდეს, მართლმსაჯულია, იფარავს ქვრივ ობლებს, სუსტებს უსამართლო ძლიერი ხალხისგან იგი ღვთის კაცია.

მთვავრობისმოყვარეობის ცოდვაშია ყველა მამაკაცი, ვინც ნამეტნავად უფროსობს ცოლთან.

თუ თვითონ არ შრომობს და მის ცოლს უწევს ოჯახის რჩენა. ეს სამარცხვინო და უსჯულო საქციელია.

ღმერთმა მამაკაცს, იმიტომ მისცა უმეტესი ღონე, და დედაკაცი იმიტომ შექმნა სუსტი, რომ მამები ბევრს უნდა შრომობდნენ და დედები შვილებს ადამიანობას ასწავლიდნენ.

შეიძლება ვერ ნახოს კარგი სამსახური, მით უმეტეს ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ 100 ლარიც რომ მისცენ, მაინც უნდა იმუშაოს, რომ ღმერთსაც მოულბოს გული და ცოლსაც.

სულიერ და ნაკითხ ოჯახებში მანდილოსნებს აქვთ დიდი პატივისცემა“, - წერს სასულიერო პირი.

 

ასევე საინტერესოა:

🔵 „ის შიშველი შემოვიდა. წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ ბევრი ვეღარ ვიბრძოლე, გავშეშდი“ - ბრუკ შილდსმა 30 წლის შემდეგ აღიარა, რომ იგი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო

🔵 კაცი, რომელსაც 400 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, სასამართლომ 34 წლიანი პატიმრობის შემდეგ უდანაშაულოდ ცნო

🔵ამ დღეს ჩაფიქრებული სურვილი 21 სექტემბრამდე აუცილებლად აგისრულდებათ - როგორ უნდა მოიქცეთ ამისთვის

🔵„20 მარტს შეგიძლიათ შეუდგეთ კოსმიური ახალი წლის სამზადისს“ - რა უნდა გავაკეთოთ ამ ღამეს?

🔵„თუ ამ დღეს ვინმეს დაეხმარებით, მაშინ სამყარო დაგიბრუნებთ კეთილ კარმას“ - რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველაზე წარმატებული