26 ოქტომბერს, 08:11-ზე
სავსემთვარეობა გველოდება
კუროს მესამე გრადუსში. ამ
დღეს მთვარე კუროშია, ხოლო
მზე მორიელში, ანუ
გააქტიურებულია კურო
მორიელის ღერძი.
სავსემთვარეობა არის
დასრულების, შედეგის
მიღების პერიოდი, ამ დღიდან
ახალმთვარეობამდე,
რომელიც 9 ნოემბერს, 11:01-ზე
მორიელში გველოდება, უნდა
დაასრულოთ, მოაწესრიგოთ,
შედეგი მიიღოთ ადრე
დაწყებულისგან, თუნდაც,
გაზაფხულზე, როცა
ახალმთვარეობა გვქონდა
კუროში.
ასტროლოგი გიორგი
ლობჯანიძე 26 ოქტომბრის
სავსემთვარეობის შესახებ
პროგნოზს აქვეყნებს და
აცხადებს, რომ მომდევნო ორი
კვირა პირად
ურთიერთობებსა და
პროფესიულ საქმიანობაში
ცვლილებებით იქნება
გამორჩეული. მისი თქმით,
სავსემთვარეობას
„მონადირის მთვარე“
ეწოდება და მისი პიკი
თბილისის დროით 08:11 საათზე,
კუროს ზოდიაქოს მე-3
გრადუსზეა მოსალოდნელი.
26 ოქტომბერს, კუროსა და
მორიელის ღერძზე
დასადგამი სავსემთვარეობა
წლის ერთ-ერთი ყველაზე
რთული და ტრანსფორმაციული
პერიოდი იქნება. ასტროლოგი
რამაზ გიგაური სოციალურ
ქსელში ვრცელ პროგნოზს
აქვეყნებს და აღნიშნავს,
რომ პლუტონის
მონაწილეობით ფორმირებული
ტაუ-კვადრატი როგორც პირად,
ისე გლობალურ დონეზე
მასშტაბურ დაძაბულობასა
და რადიკალურ ცვლილებებს
მოიტანს:
26 ოქტომბერს, კუროს
ზოდიაქოში მოსალოდნელი
სავსემთვარეობა წლის
ერთ-ერთ ყველაზე მძაფრ და
დრამატულ წერტილად იქცევა.
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი
სოციალურ ქსელში ვრცელ
პროგნოზს აქვეყნებს და
მოსახლეობას მოსალოდნელი
საფრთხეების, ფინანსური
სიფრთხილისა და იმ კარმული
ცვლილებების შესახებ
აფრთხილებს, რომელიც
ვენერას ახალ 8-წლიან ციკლს
უკავშირდება:
ძვირფასო მეგობრებო, კუროს
სავსე მთვარის ანალიზს ორ
პოსტად შემოგთავაზებთ.
პირველ ნაწილში მას
ფილოსოფიური და სიმბოლური
კუთხით განვიხილავ,
ყურადღებას გავამახვილებთ
მის სიღრმისეულ არსზე.
შემდეგ პოსტში კი უშუალოდ
ასტროლოგიურ სურათს,
პლანეტურ ასპექტებსა და
მათ შესაძლო გავლენას
შევეხები.
26 ოქტომბერს, კუროს
ზოდიაქოში მოსალოდნელი
სავსემთვარეობა
განსაკუთრებული
ინტენსივობით გამოირჩევა
და წინა პლანზე
ცვლილებების,
ძალაუფლებისა და
ფინანსური კონტროლის
საკითხებს წამოსწევს.
ასტროლოგი თამარ
ხოსროშვილი საზოგადოებას
სიფრთხილისკენ მოუწოდებს
და განმარტავს, თუ რატომ
გახდება ეს პერიოდი
გარდამტეხი განსაკუთრებით
ფიქსირებული
ნიშნებისთვის:
სექტემბრის მიწურულს
ასტროლოგიურ ცაზე
მოვლენათა იშვიათი და
მძლავრი კასკადი
ვითარდება: მზის სასწორის
ნიშანში გადასვლას ვერძის
ზოდიაქოს ცეცხლოვანი,
მისტიკური სავსემთვარეობა
ემატება, ხოლო პლანეტა
მარსი ლომის სამეფო
ნიშანში იდგამს ფეხს.
ასტროლოგების შეფასებით,
ჰაერისა და ცეცხლის
სტიქიების ეს სინთეზი
თითოეულ ადამიანში
აღვიძებს როგორც შინაგანი
ჰარმონიისა და
ურთიერთობების
გადაფასების, ისე
რადიკალური, გაბედული
მოქმედებების სურვილს. ეს
არის პერიოდი, როდესაც
ძველი ბარიერები ინგრევა,
იხსნება ფარული
ენერგეტიკული პოტენციალი
და თითოეული ჩვენგანი
საკუთარი ბედისწერის
აქტიური შემოქმედი ხდება.
26 სექტემბერს ცაზე წლის
ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი,
მაგიური და კაშკაშა
სავსემთვარეობა ანათებს!
ეს სავსემთვარეობა
შემოდგომის ბუნიობის
(მაბონის) პერიოდს
ემთხვევა, რაც მის ენერგიას
გაორმაგებულ ძალას
ანიჭებს. ამ დროს სამყაროსა
და ჩვენს არაცნობიერს
შორის ბარიერი თითქმის
ქრება.
26 სექტემბერს, თბილისის
დროით 20:49 საათზე, წლის
ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და
მისტიკური სავსემთვარეობა
ვერძის ზოდიაქოს ნიშანში
შედგება. ზოდიაქოს პირველი,
ცეცხლოვანი ნიშნის
ენერგია თითოეულ
ადამიანში აღვიძებს
გადამწყვეტი მოქმედებების
სურვილს, შინაგან
ამბიციებსა და
დამოუკიდებლობისკენ
სწრაფვას. აღნიშნულ
საკითხზე ვრცელ პოსტს
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი
გვიზიარებს: